Wednesday, July 13, 2011

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
ორგანიზებით გრძელდება ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  მეორე დონის ტრენინგები საქართველოს რეგიონებში.

ყაზბეგის რაიონში ტრენინგები 2011 წლის ივნის - ივლისის თვეში დაიგეგმა. ტრენინგცენტრად შეირჩა სტეფანწმინდის საჯარო სკოლის კომპიუტერული ლაბორატორია, ჯგუფები დაკომპლექტდა ყაზბეგის რაიონის სკოლების მასწავლებლებით: სტეფანწმინდა, არშა, სნო, ახაციხე, გორისციხე, სიონი, ყანობი.


ტრენინგების მიმდინარეობისას, თითქმის მთელი თვის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება და ხელშეწყობა იგრძნობოდა სკოლის დირექტორის ქალბატონ მანანა ქირიკაშვილის მხრიდან. ტრენინგების ხელშეწყობისათვის, გულისხმიერებისა და თანადგომისათვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით ქალბატონ მანანას უღრმეს მადლობას ვუხდი.

სტეფანწმინდის საჯარო სკოლა
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი

არშის საჯარო სკოლა

სნოს საჯარო სკოლა

სიონის საჯარო სკოლა

გორისციხის საჯარო სკოლა
ყანობის საბაზო სკოლა

ახალციხის საბაზო სკოლა
ხევი







ხევი – საქართველოს ისტრიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარეობს კავკასიონის ჩრდლოეთ ფერდობზე თერგის აუზში და მოიცავს თრუსოს, ბაიდარის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ხევსურეთი, სამხრეთით მთიულეთი, ჩრდილოეთით – ოსეთი, დასავლეთით – შიდა ქართლი.







XVIII საუკუნეში ხევი იყოფოდა სტეფანწმინდის, სნოს, ფანშეტისა და მნის სამოურავოებად. მთიულეთის 1804 აჯანყების დროს მოხევეები აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ხევში შემორჩენილია IX-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: გარბანის წმნდა გიორგის ეკლესია, სიონის სამნავიანი ბაზილიკა, თრუსოს მთავარანგელოზის ეკლესია, სოფელ ახალციხის ბაზილიკა, ბეთლემის სამონჰასტრო კომპლექსი. გვიანდელი შუა საუკუნის საერო ნაგებობები: სნოს ციხე, არშის ციხე და სხვა.

ხევის მთელი ტერიტორია მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შედის. მუნიციპალიტეტის ცენტრია დაბა სტეფანწმინდა.

სტეფანწმინდა
სტეფანწმინდა – დაბა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში, ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. იგი ქალაქ ვლადიკავკაზიდან დაშორებულია 46 კმ-ით. დაბაში 2002 წლის მონაცემებით 1820 მოსახლეა.

თერგი



სტიროდნენ მაშინ აქ პოეტები,
 გზა გადარჩენის რომ არსად ჩანდა.
ამაზე იტყვის ცრემლის მოდებით
ი. ჭავჭავაძის სტუდენტის ჩანთა.
აქ ატირებდა ბარათაშვილი

თავის დიდ სევდას, სევდას მსოფლიოს.
ვაჟკაც სოლომონ ლიონიძისა,
უფრო ვაჟკაცურ ცოლის სოფიოს.
დღესაც ატყვია თერგს და დარიალს

ორბელიანის ნაკრავი დეზი.
ასე რბის თერგი, ასე ღრიალებს,
თერგი ცრემლების არის ანდერძი.
ასე მგონია, ვაჟა-ფშაველა

შავ ცხენს არაგვზე გადმოაბოტებს,
ახალ მგოსნების მოდის საშველად
და მოაგორებს ლექსების ლოდებს.
 სახიფათოა მყინვარზე ასვლა
და იაგორაც არ არი სანდო,
მყინვარი ბანად ვინც გადათელა,
აქ განისვენებს ყაზბეგი სანდრო.
 გაუწყვეტია ფაცერი კალმახს,
დაბრუნებია მერცხალი ბუდეს,
ყური უყრია მუხრანზე ბალახს,
შავი არაგვი თეთრ არაგვს უტევს.
 დგას ლანქერების კორიანტელი,
მთა მთას მისდევს და კლდეებს აწყდება,
რომ იყოს თერგი ორი ამდენი,
თვალებს ცრემლებად ვეღარ გაწვდება.

ტიციან ტაბიძე

ალექსანდრე ყაზბეგი


ალექსანდრე ყაზბეგის შესახებ ინტერნეტში მონახული მასალები:

ალექსანდრე ყაზბეგი ...

ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება...

ალექსანდრე ყაზბეგის შესახებ, ინტერვიუ ეკა სალაღაიასთან

ალექსანდრე ყაზბეგის მკვლელებზე - რეზო სატაკიშვილი

თბილისი - სტეფანწმინდა - თბილისი
(მივლინების დასასრული...)

ტრენინგებიდან თავისუფალი დრო ყაზბეგის რაიონის გაცნობას დავუთმე. შეძლებისდაგვარად მოვიარე სტეფანწმინდის ქუჩები და ორღობეები, ვესტუმრე დაბისთვის მნიშვნელოვან ადგილებს,  და რაც მთავარია, გერგეთის სამებაზე ავედი, მოვილოცე და იქიდან გადმოვხედე სტეფანწმინდას  და გერგეთს. შთაბეჭდილებამ მოლოდინს გადააჭარბა.

ჩემი ობიექტივით დანახული სტეფანწმინდა: იხ. ალბომი... 

            "საქართველოს სამხედრო გზა" თანამგზავრიდან გადაღებული სურათი:


            ჩემი ფოტოალბომიდან... 



            1 comment:

            1. შესანიშნავი ბლოგია,ლალი, აღფრთოვანებული ვარ!
              წარმატებას ვუსურვებ ყველა პედაგოგს!

              ReplyDelete